მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1982. ჯგუფი 6
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯგუფი 6 ან ჯგუფი VI (ინგლ. Group 6; ფრანგ. Groupe VI; გერმ. Gruppe 6; ესპ. Grupo 6)[1] — ფიფა-ს 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჩატარების ფორმატით[2][3][კომ. 1] გათვალისწინებული ჯგუფური ეტაპის ანუ ტურნირის პირველი რაუნდის 6 ჯგუფიდან ერთ-ერთი, რიგითობის ნომრის მიხედვით — მეექვსე ჯგუფი.[4][5][6][7][8]
ესპანეთის 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის 24 მონაწილე ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 6 ჯგუფად გადანაწილდა.[9][10][11] ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო მეორე ეტაპზე გადიოდა, სადაც გუნდები ოთხ სამგუნდიან ჯგუფს ქმნიდნენ, ხოლო ამ ჯგუფებში გამარჯვებულები ბრძოლას ნახევარფინალში აგრძელებდნენ.[12]
ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მეექვსე ჯგუფში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბრაზილიის,[13][14][15][16] საბჭოთა კავშირის,[17][18][19][20] შოტლანდიისა[21][18][22][23] და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის დებიუტანტის ახალი ზელანდიის[13][24][25][26] ეროვნული ნაკრები გუნდები.[27][28][29][30]
მეექვსე ჯგუფში პირველი ადგილი ბრაზილიის ნაკრებმა დაიკავა, რომელმაც სამივე შეხვედრა მოიგო და შესაბამისად, ტურნირის მეორე რაუნდში გადასვლის უფლება მოიპოვა. მეორე ადგილზე საბჭოთა კავშირის ნაკრები გავიდა, რომელმაც შოტლანდიის ნაკრების მსგავსად ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვა და მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით შეძლო ჯგუფიდან გასვლა და ტურნირის გაგრძელება.[31][32][33][34]