მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1998: ჯგუფი A
From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1998: ჯგუფი A — მუნდიალი 1998-ის ერთ-ერთი ჯგუფი. ამ ჯგუფის პირველი მატჩით გაიხსნა ჩემპიონატი. თამაშები გაიმართა 10-23 ივნისს. მასში ასპარეზობდა მოქმედი ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები, რომელიც პირველ ადგილზე გავიდა. ბრაზილიის ნაკრებმა მოიგო ჯგუფი პირველი ორი მატჩის მოგების შემდეგ. მესამე მატჩი ბრაზილიისთვის არაფერს წყვეტდა, მაგრამ ბრაზილიამ მაინც ითამაშა ძირითადი შემადგენლობით, მაგრამ ნორვეგიამ, რომელსაც აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა, ბოლო 12 წუთში მოიგო მატჩი 2-1 ანგარიშით. ნორვეგიის მოგებამ ხელი შეუშალა მაროკოს გასვლას მერვედფინალში, მიუხედავად იმისა, რომ მაროკომ მოუგო შოტლანდიას 3-0. ეს იყო მაროკოს მეორე მოგება მუნდიალებზე 1986 წლის შემდეგ.