მურსიის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება და პროვინცია მურსია (ესპ. Región de Murcia) შედგება 45 მუნიციპალიტეტისაგან. მურსიამ ავტონომიური გაერთიანების სტატუსი მიიღო 1978 წლის კონსტიტუციის თანახმად.[1] ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[2][3]
მურსიის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 12 კომარკაში: კამპო-დე-კარტახენა (7 მუნიციპალიტეტი), ვეგა-მედია-დელ-სეგურა (5), ბახო-გუადალენტილი (5), ნოროესტე (5), მარ-მენორი (4), უერტა-დე-მურსია (4), რიო-მულა (4), ვეგა-ალტა-დელ-სეგურა (3), ალტო-გუადალენტილი (3), ორიენტალი (2) და ალტიპლანო (2).
მურსიის ავტონომიური გაერთიანების ფართობია 11 313 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 493 898 მაცხოვრებელს.[4] დედაქალაქია მურსია, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია ლორკა (1675,21 კმ²), ხოლო ყველაზე პატარა — ბენიელი (10,06 კმ²)[5].