ნიტრა
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიტრა (უნგრ. Nyitra, გერმ. Neutra) — ქალაქი სლოვაკეთში, ნიტრის მხარისა და ნიტრის რაიონის ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ნიტრის ნაპირებზე, 84 800 მცხოვრებით მეხუთე ყველაზე დიდი ქალაქია სლოვაკეთში. ქალაქი იყო ნიტრის სათავადოს ცენტრი, რომელიც პრიბინას მმართველობისას შეუერთდა დიდ მორავიას. მოგვიანებით ნიტრის ციხესიმაგრის აშენების შემდეგ იგი გახდა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრი.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ნიტრა სლოვაკ. Nitra | |||||
| |||||
ქვეყანა | სლოვაკეთი | ||||
მხარე | ნიტრანიტრის მხარე|ნიტრა | ||||
რაიონი | ნიტრა | ||||
კოორდინატები | 48°18′25″ ჩ. გ. 18°05′11″ ა. გ. | ||||
მმართველი | Marek Hattas | ||||
დაარსდა | 826 | ||||
პირველი ხსენება | 828 | ||||
ფართობი | 100.48 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 190 მ | ||||
ოფიციალური ენა | სლოვაკური ენა|სლოვაკური | ||||
მოსახლეობა | 84 800 კაცი (2006) | ||||
სიმჭიდროვე | 844 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | +421-37 | ||||
საფოსტო ინდექსი | 949 01 | ||||
საავტომობილო კოდი | NR | ||||
ოფიციალური საიტი | nitra.sk | ||||
დახურვა
ნიტრა მთელი რეგიონის ცენტრია, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი დაწესებულებაა: სლოვაკეთის აგრარული უნივერსიტეტი, კონსტანტინე ფილოსოფოსის უნივერსიტეტი, ანდრეი ბაგარის თეატრი, სლოვაკეთის აგრარული მუზეუმი, სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტები და საგამოფენო არეალი „აგროკომპლექსი“.