ნიქოზია
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიქოზია (ადგილობრივად ლეფქოზია; ბერძ. Λευκωσία, ასევე ხორა, Χώρα ან თურქ. Lefkoşa) — კვიპროსის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ქვეყნის სამთავრობო და საქმიანი ცენტრი.[1] ქალაქი მესაორიის მთათაშორის ბარში, მდინარე პედიეოსის სანაპიროებზეა გაშენებული და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველაზე სამხრეთით მდებარე დედაქალაქია.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ნიქოზია ბერძ. Λευκωσία / თურქ. Lefkoşa | |||||
ზევით მარცხნიდან: ნიქოზიის სილუეტი, ქუჩა ლედრა ღამით, ნიქოზიური სახლების შიდა ეზო, ნიქოზიის ვენეციური კედლები, ნიქოზიური კარები ძველ ქალაქში, ბუიუკ–ხანი, უბანი ძველ ქალაქში, ვენეციური სახლები, საშობაო ბაზრობა, მაკარიოსის პროსპექტი. | |||||
| |||||
ქვეყანა | კვიპროსი | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
კოორდინატები | 35°10′00″ ჩ. გ. 33°21′00″ ა. გ. | ||||
ფართობი | 111 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 149 მ | ||||
მოსახლეობა | 310 355 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 2800 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 22 | ||||
საფოსტო ინდექსი | 1010–1107 | ||||
ოფიციალური საიტი | nicosia.org.cy | ||||
ნიქოზია კვიპროსის დედაქალაქის სტატუსს X საუკუნიდან ატარებს. ქალაქის ბერძნული (სამხრეთი) და თურქული (ჩრდილოეთი) ნაწილები ერთმანეთს 1964 წელს გამოეყო, რამაც ჩრდილოეთ კვიპროსსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის მილიტარისტული საზღვრის შექმნას დაუდო საფუძველი, მას შემდეგ, რაც 1974 წელს კუნძულზე თურქული სამხედრო ძალები შემოიჭრნენ და მისი ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპაცია მოახდინეს. ნიქოზიის ჩრდილოეთი ნაწილი ფუნქციონირებს როგორც ჩრდილოეთი კვიპროსის დედაქალაქი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს და თურქეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას უწოდებს.
საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ცენტრის ფუნქციების გარდა დედაქალაქი ქვეყნის ფინანსური ცენტრის სტატუსსაც ითავსებს. ქალაქში არაერთი საერთაშორისო საქმიანი ცენტრია განთავსებული.[2] 2012 წელს გადახდისუნარიანობის მიხედვით ნიქოზია მსოფლიოს მე-5 უმდიდრეს ქალაქად დასახელდა,[3] ხოლო 2018 წელს ქალაქმა ამ სიაში 32-ე ადგილი დაიკავა.[4]