ომანის ეკონომიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ომანის ეკონომიკა მეტწილად ნავთობის სექტორზეა დამოკიდებული, მის სანაპირო რეგიონებში თევზჭერასა და სავაჭრო საქმიანობებთან ერთად. 1964 ომანში ნავთობის 1964 წელს აღმოჩენის შემდეგ ნავთობის წარმოებისა და ექსპორტის მაჩვენებლები საგრძნობლად გაიზარდა. მთავრობა ეკონომიკის გამრავალფეროვნებისა და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით პრივატიზაციისა და ომანიზაციის პოლიტიკას ატარებს.[1] ბოლო 50 წლის მანძილზე ომანის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გამუდმებით იზრდებოდა. 1960-იან წლებში მაჩვენებელი 339%-ით გაიზარდა, ხოლო პიკს 1970-იან წლებში მიაღწია, როცა ერთ სულ მოსახლეზე მშპ 1 370%-ით გაიზარდა. 1980-იან წლებში მშპ ზომიერად, 13%-ით იზრდებოდა, ხოლო 1990-იან წლებში მაჩვენებელი 34%-მდე გაიზარდა.[2] ომანი სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს 1981 წელს შეუერთდა საბაჟრო კავშირის, საერთო ბაზრისა და საერთო სავალუტო ბაზრის შემოღების მიზნით.[3][4]