ოსაკის უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოსაკის უნივერსიტეტი (იაპონ. 大阪大学, Ōsaka daigaku; აბრ. ჰანდაი (იაპონ. 阪大) ― საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი ოსაკის პრეფექტურაში, იაპონიაში. იგი ერთ-ერთია იაპონიის ყოფილი საიმპერიო უნივერსიტეტებიდან და შედის იაპონიის მთავრობის მიერ შემუშვებული გლობალური საუნივერსიტეტო პროექტის ტოპ უნივერსიტეტების სიაში. ხშირად ტოკიოს უნივერსიტეტთან და კიოტოს უნივერსიტეტთან ერთად იაპონიის საუკეთესო საჯარო უნვიერსიტეტების სამეულში სახელდება. QS World University Rankings-ის 2022 წლის რეიტინგის მიხედვით უნივერსიტეტი იაპონიის მასშტაბით მესამე, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 75-ე საუკეთესო უნივერსიტეტადაა დასახელებული.
დაფუძნდა | 1 მაისი, 1931[1] |
---|---|
ტიპი | საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი, academic publisher და უნივერსიტეტი |
თავმჯდომარე | Shōjirō Nishio[2] |
სტუდენტი | 23 123[3] |
ქვეყანა | იაპონია |
კავშირები | arXiv[4] , ORCID[5] , Association of Pacific Rim Universities[6] და Open Education Global[7] |
აფილაცია | Association of Pacific Rim Universities |
https://www.osaka-u.ac.jp/ja |
ოსაკის უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი თანამედროვე უნივერსიტეტია იაპონიაში. იგი 1931 წელს დაარსდა. უნივერსიტეტის ისტორია უფრო ადრე იწყება, როდესაც ოსაკის კაიტოკუდო (1724) და ტეკიჯუკუ (1838) დაარსდა. 2007 წელს იგი ოსაკის უცხოური კვლევების უნივერსიტეტს შეერწყა და იაპონიაში უდიდესი ეროვნული უნივერსიტეტი გახდა.
ოსაკის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული კვლევითი დაწესებულებაა იაპონიაში. იგი არაერთმა ცნობილმა მკვლევარმა და მეცნიერმა დაამთავრა ან აქ მუშაობდა, მათ შორის: ჰიდეკი იუკავამ (ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში), ოსამუ ტეზუკამ (მანგის ოსტატი), ჰიდესაბურო ჰანაფუსამ (ლასკერის პრემიის მფლობელი), რიოტარო შიბამ (მწერალი), შიმონ საკაგუჩიმ (იმუნოლოგი) და სხვ.