ოფი (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ოფი (ბერძ. ΟΦΗ - Όμιλος Φιλάθλων Ηρακλείου — ჰერაკლიონის გულშემატკივართა კლუბი (ინგლ. Omilos Filathlon Irakleiou) — საბერძნეთის საფეხბურთო კლუბი, დაარსდა ჰერაკლიონში, კუნძულ კრეტაზე. საბერძნეთს გარეთ კლუბი ცნობილია, როგორც „ოფი კრეტა“, თუმცა კრეტა რეალურად არ არის კლუბის ოფიციალური სახელის ნაწილი. საბერძნეთის ორი მთავარი ქალაქის, ათენის და სალონიკის გარეთ დაარსებულ კლუბებს შორის „ოფის“ ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული საბერძნეთის სუპერლიგაში.
სწრაფი ფაქტები სრული სახელი, მეტსახელი ...
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი ოფი კრეტა | ||
---|---|---|---|
მეტსახელი | შავ-თეთრები, ომილოს | ||
დაარსდა | 1925 | ||
სტადიონი |
თეოდოროს ვარდინოიანისი ჰერაკლიონი, საბერძნეთი (ტევადობა: 8,500) | ||
მწვრთნელი | ვალდას დამბრაუსკასი | ||
ლიგა | საბერძნეთის სუპერლიგა | ||
2021-22 | მე-8 ადგილი | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
დახურვა