პარინტინტინი
ბრაზილიის ადგილობრივი ხალხი / From Wikipedia, the free encyclopedia
პარინტინტინი — ბრაზილიის ადგილობრივი ხალხი; ცხოვრობენ მდინარე მადეირის აუზში.
პარინტინტინი | |
---|---|
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ბრაზილია | 418 [1] |
ენები | კავაჰიბა, პორტუგალიური |
2010 წლის მონაცემებით, პარინტინტინის ხალხის რაოდენობა 418 ადამიანს შეადგენს და ცხოვრობენ სამ სოფელში.[2]
პარინტინტინის ენა კავაჰიბას ენის დიალექტია, რომელიც თავის მხრივ ტუპი-გუარანის ენათა ოჯახს მიეკუთვნება.[3] წერენ ლათინური ანბანით.
მისდევენ სოფლის მეურნეობას, მეთევზეობას და შემგროვებლობას. მისდევენ ეგზოგამიას. მემკვიდრეობა მამაკაცის ხაზით გადაეცემა.
მას შემდეგ, რაც 1946 წელს ბრაზილიელებთან კონტაქტი დაამყარეს, რასაც კაუჩუკის ბუმი მოჰყვა, პარინტინტინის 4 000-იანი მოსახლეობა თანდათან 120-მდე შემცირდა. მსგავს კატასტროფას ხელი შეუწყო 1970 წელს ტრანს-ამაზონური გზატკეცილის გაყვანამაც. ამაზონის აუზის კოლონიზაციას მჰყვა დაავადებების გავრცელებაც, რომელთა წინააღმდეგაც პარინტინტინის ხალხს იმუნიტეტი არ ჰქონდა.[4]
პარინტინტინის საზოგადოებას ამჟამად საფრთხე ემუქრება მადეირას ჰიდროელექტრო კომპლექსისგან.