პერუს ვიცე-სამეფო
From Wikipedia, the free encyclopedia
პერუს ვიცე-სამეფო (ესპ. Virreinato del Perú) შეიქმნა 1542 წელს და წარმოადგენდა ესპანეთის კოლონიას სამხრეთ ამერიკაში, დედაქალაქი იყო ლიმა. პერუს ვიცე-სამეფო ერთ-ერთი იყო XVI-XVII საუკუნეებში ამერიკის კონტინენტზე არსებული ესპანეთის ორი ვიცე-სამეფოდან.
პერუს ვიცე-სამეფო ესპ. Virreinato del Perú ესპანეთის კოლონია | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
პერუს ვიცე-სამეფოს მდებარეობა: თავდაპირველი ტერიტორია 1542 - 1718 (ღია მწვანე) და საბოლოო ტერიტორია 1718 - 1824 (მუქი მწვანე) | |||||||||
დედაქალაქი | ლიმა | ||||||||
ენა | ესპანური, კეჩუა, აიმარა | ||||||||
რელიგია | კათოლიციზმი | ||||||||
მმართველობის ფორმა | მონარქია | ||||||||
მეფე | |||||||||
- 1542 - 1566 | კარლოს I | ||||||||
- 1813-1821 | ფერდინანდ VII | ||||||||
ვიცე-მეფე | |||||||||
- 1544–1546 | ბლასკო ნუნიეს ველა | ||||||||
- 1821–1824 | ხოსე დე ლა სერნა | ||||||||
ესპანელები არ შეეწინააღმდეგნენ პორტუგალიელების ექსპანსიას ბრაზილიაში, როდესაც ისინი მერიდიანს გადასცდნენ. ამას კი კრძალავდა ტორდესილასის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო 1580 წელს ესპანეთსა და პორტუგალიას შორის და განსაზღვრავდა სამხრეთ ამერიკული კოლონიების განაწილებას. ახალი გრანადისა და რიო-დე-ლა პლატის ვიცე-სამეფოების შექმნამ, ლიმის გავლენა დააქვეითა და სარფიანი ანდური ვაჭრობის ცენტრი გადავიდა ბუენოს-აირესში. დაეცა ვაჭრობა საფეიქრო ნაწარმზე, რამაც საბოლოოდ პერუს ვიცე-სამეფოს დაკნინება გამოიწვია. საბოლოოდ, ვიცე-სამეფო, სხვა ესპანური კოლონიების მსგავსად აქტიურ ცხოვრებას შეუდგა XIX საუკუნის დასაწყისში, როდესაც დაიწყო კოლონიების მოსახლეობის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ამ მოძრაობამ კი საბოლოოდ წარმოშვა თანამედროვე სახელმწიფოები: პერუ, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, ბოლივია, პარაგვაი, ურუგვაი და არგენტინა.