პოლონეთის პირველი დანაწილება
From Wikipedia, the free encyclopedia
პოლონეთის პირველი დაყოფა ან პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის პირველი დაყოფა მოხდა 1772 წელს, რომელიც პოლონეთის დაყოფის (რომელმაც დაასრულა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის არსებობა) პირველი ეტაპი იყო. ამ დაყოფის მიზეზი იყო რუსეთის იმპერიის ძლიერების ზრდა, პრუსიის სამეფოსა და ჰაბსბურგების ავსტრიის იმპერიის ამბიციები. ფრიდრიხ დიდმა მოიფიქრა ეს დაყოფა, რათა თავიდან აეცილბინა ავსტრიის ჩართვა რუსეთ-თურქეთის ომში. დასუსტებული თანამეგობრობის ტერიტორია რომელსაც ფაქტობრივად უკვე აკონტროლებდა რუსეთი, გაიყო ამ სამმა ძლიერმა მეზობელმა, რათა აღედგინათ რეგიონალური ძალთა ბალანსი საერთაშორისო ურთიერთობებში.
პოლონეთს არ შესწევდა თავდაცვის ძალა, ამასთან ამ ქვეყანას უკვე აკონტროლებდნენ უცხო ჯარები. ამ ყველაფრის ფონზე პოლონეთის პარლამენტს - სეიმს, მოუწია 1773 წელს მოეხდინა დაყოფის რატიფიცირება.