პრჟემისლ II (პოლონეთი)
From Wikipedia, the free encyclopedia
პრჟემისლ II ან პრჟემისლავ II (პოლ. Przemysł(aw) II, ლათ. Primislaus, 14 ოქტომბერი 1257, პოზნანი — 8 თებერვალი 1296, როგოზნო) — დიდი პოლონეთის (ვერიკოპოლსკის) ჰერცოგი პოზნანში 1273 წლიდან, დიდი პოლონეთის ჰერცოგი კალიშში 1279 წლიდან, მცირე პოლონეთის (მალოპოლსკის) ჰერცოგი კრაკოვში 1290-1291 წლებში, 1294 წლიდან აღმოსავლეთ პომორიეს ჰერცოგი და 1295 წლიდან პოლონეთის მეფე. პრჟემიშლ I სილეზიელის ვაჟი და წარმოადგენდა პიასტების დინასტიის ველიკოპოლსკი ტოტს. დაბადებისთანავე ის იზრდებოდა თავისი ბიძის ბოლესლავ ღვთისმოსავის კარზე. საკუთარი მამული - პოზნანის სამთავრო - მიიღო 1273 წელს. ექვსი წლის შემდეგ, ბიძის სიკვდილის შემდგომ, გახდა დიდი პოლონეთის მთავარი. მმართველობის დასაწყისში ანგაჟირებდა სილეზიის საქმეებს, 1281 წელს თანამშრომლობდა და მოგვიანებით კი კონკურირებდა ვროცლავის მთავარ ანრი IV (ჰენრიხ IV), ამ პოლიტიკამ გამოიწვია აჯანყება რომელიც ორიენტირებული იყო ზარემბოვ პროსლასკოს ოჯახზე და გამოიწვია რუძკის მიწის დროებითი დაკარგვა გამოიწვია. გნეზნოს არქიეპისკოპოსთან იაკუბ სვინკასთან თანამშრომლობით მიისწრაფოდნენ პიასტების სამთავროების გაერთიანებისაკენ. მას არ ჰქონდა საკმარისი მხარდაჭერა ადგილობრივ თავად-აზნაურთაგან, რათა კონკურირება გაეწია პიასტების დინასტიის სხვა შტოს წარმომადგენელისათვის ვლადისლავ I ლოკიტეკისათვის და ხვდებოდა საფრთხეების ზრდას ჩეხეთის მართველის ვაცლავ II-ის მხრიდან, ბოლოს გადაწყვიტა დაეტოვებინა მცირე პოლონეთი (მალოპოლსკი), რომელივ მაშინ პრჟემისლოვიჩების სამფლობელოში იყო.
პრჟემისლ II | |
---|---|
Przemysł II | |
პრჟემიშლ II. ნახატი იან მატეიკო | |
პოლონეთი, პოლონეთის (კრაკოვის) მთავარი | |
კორონაცია: | 1295, პოზნანი |
მმართ. დასაწყისი: | მთავარი-1290, მეფე - 1295 |
მმართ. დასასრული: | მთავარი - 1291, მეფე - 1296 |
წინამორბედი: | მთავრის - ანრი IV (ჰენრიხ IV) პრობუსი, მეფობის - "-" |
მემკვიდრე: | მთავრის - ვაცლავ II ჩეხი, მეფობის - ვაცლავ II ჩეხი |
სხვა წოდებები: | პოლონეთის მეფე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 14.10.1257 |
დაბ. ადგილი: | პოზნანი |
გარდ. თარიღი: | 8.02.1296 |
გარდ. ადგილი: | როგოზნო, დასაფლავებულია წმ. სტანისლავისა და ვაცლავის საკათედრო ტაძარი ვაველში |
მეუღლე: |
1- ლიუდგარდა მეკლენბურგელი, 2- რიკსა შვედელი, 3-მალგოჟატა ბრანდებურგელი |
შვილები: | იხ. ქვემოთ |
დინასტია: | |
მამა: | პრჟემიშლ I |
დედა: | ელჟბეტა ვროცლავსკაია |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |