ჟენევის კონვენციები
From Wikipedia, the free encyclopedia
ჟენევის კონვენციები — ქალაქ ჟენევაში შედგენილი საერთაშორისო კანონმდებლობის ნაწილის ერთობლიობა. შედგება ოთხი ხელშეკრულებისა და დამატებით სამი პროტოკოლისგან, რომლებიც აყალიბებენ საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს ომში ქცევებისათვის. ტერმინი „ჟენევის კონვენცია“, როგორც წესი, მიუთითებს 1949 წლის ჟენევის კონვენციაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და განაახლა 1929 წლის ხელშეკრულების ორი კონვენცია და დაამატა კიდევ ორი ახალი კონვეცია. ჟენევის კონვენციებმა ჩამოაყალიბეს ომის პატიმრების (მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო პერსონალი) ძირითადი უფლებები, ასევე დაჭრილების, დაავადებულებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მექანიზმები ომის პერიოდში. 1949 წლის ჟენევის კონვენციას ხელი მოაწერა ან რეზერვაციით მიემხრო მსოფლიოს 196 სახელმწიფო.[1] დამატებით ჟენევის კონვენცია ასევე აძლევს უფლებებს არამეომარ ადამიანებს. რადგანაც ჟენევის კონვენცია ეხება მხოლოდ ადამიანებს ომში, მისი კონვენციები და მუხლები არ ეხება ომსა და მასში გამოყენებად იარაღებს, რომლებიც ჰააგის კონვენციის ნაწილია,[georgian 1] ბიოლოგიურ და ქიმიურ ომს, რომლებიც ჟენევის პროტოკოლს ეხება.[georgian 2]
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |