რელიგია საქართველოში
From Wikipedia, the free encyclopedia
რელიგია საქართველოში ― რელიგიები, რომლებიც გავრცელებულია საქართველოში. ქვეყანაში მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, თუმცა კონსტიტუცია აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში. საქართველოს ტერიტორიაზე, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, ძველთაგანვე მრავალი რელიგია იყო გავრცელებული. გარდა ადგილობრივი მოსახლეობის რწმენა-წარმოდგენებისა, აქ ძველ დროში გავრცელდა ბერძნულ-რომაული და ქანაანურ-მესოპოტამიური პოლითეიზმი და რიტუალები. არქეოლოგიური კვლევებით დადასტურებულია საქართველოს ტერიტორიაზე როგორც დასავლური, ასევე აღმოსავლური კულტების არსებობა.