რენე იგიტა
კოლუმბიელი ფეხბურთელი / From Wikipedia, the free encyclopedia
ხოსე რენე იგიტა საპატა (ესპ. José René Higuita Zapata; დ. 27 აგვისტო, 1966, მედელინი, კოლუმბია) — კოლუმბიელი ფეხბურთელი, მეკარე, მეტსახელად „შეშლილი“ (ესპ. El Loco). ცნობილი იყო თავისი განსხვავებული თამაშის სტილით. ახასიათებდა საკუთარი პოზიციის დატოვება და როგორც ბურთის ართმევაზე თამაში, ასევე, დრიბლინგით წინ გაჭრაც.
სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ხოსე რენე იგიტა საპატა | ||
დაბადების თარიღი | 27 აგვისტო, 1966 (1966-08-27) (57 წლის) | ||
დაბადების ადგილი | მედელინი, კოლუმბია | ||
სიმაღლე | 176 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1985 | მილიონარიოსი | 16 | (7) |
1986–1992 | ატლეტიკო ნასიონალი | 112 | (1) |
1992 | რეალ ვალიადოლიდი | 15 | (2) |
ეროვნული ნაკრები | |||
1987–1999 | კოლუმბია | 68 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
დახურვა
იგიტას თამაშის სტილი პირველად ფართო აუდიტორიამ იხილა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგის მიხედვით იგიტა სამხრეთ ამერიკის ისტორიაში საუკეთესო მეკარეთა შორის მე-8 ადგილს იკავებს.