რიწის დაცული ტერიტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
რიწის დაცული ტერიტორია[1] — კომპლექსური ნაკრძალი საქართველოში, აფხაზეთში გუდაუთის მუნიციპალიტეტში, გაგრიდან 60 კმ-ში.[2] ნაკრძალის მთავარი ამოცანა მთიანი რეგიონის, რიწის ტბის, ფლორისა და ფაუნის დაცვაა.[3]
რიწის დაცული ტერიტორია | |
---|---|
მდებარეობა | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
ქვეყანა | საქართველო |
უახლოესი ქალაქი | გუდაუთა, გაგრა |
ფართობი | 16 229 ჰა |
დაარსდა | 1946 |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
XX საუკუნეში მოცემულ ტერიტორიაზე დე ფაქტო კონტროლი არაერთხელ შეიცვალა. 1930 წელს რუსეთის ფედერაციამ ჩამოაყალიბა „რიწინსკის“ ნაკრძალი. 1991 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა, ნაკრძალის ტერიტორია გაფართოვდა და შეიქმნა რიწის თანამედროვე ეროვნული ნაკრძალი. აფხაზეთის ომის შემდეგ, ტერიტორიის კონტროლს ახორციელებს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა.[4] ამ ადგილს 1996 წლიდან რიწის რელიქტური ეროვნული პარკი ეწოდება.
განლაგებულია მთავარი კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, რიწის ტბის გარშემო. ფართობი 16 229 ჰა. მოიცავს ტერიტორიას მდინარე გეგას ხეობიდან და მთა აგეფსთამდე. რელიეფის სიმაღლე მერყეობს 100 მ–დან 3256 მეტრამდე ზღვის დონიდან, რაც ქმნის ეკოლოგიური პირობებს მრავალი მცენარისა და ცხოველის განვითარებისათვის. პირველი დაცული ტერიტორია დაარსდა 1946 წელს შავი ზღვის სანაპიროს მთიანი კომპლექსური ლანდშაფტის შენარჩუნების მიზნით. ტყეები მოქცეულია რიწის ტბის გარშემო მდინარეთა ხეობებში.[1] ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს - ბზიფის ტაძარი და ციხე-სიმაგრე, ცისფერი ტბა, გეგის ჩანჩქერი, მდინარე იუფშარა, იუფშარას კანიონი, ჩანჩქერი „კაცის ცრემლები“, ტბა პატარა რიწა, რიწა, იოსებ სტალინის საზაფხულო აგარაკი.