რობინიო
From Wikipedia, the free encyclopedia
რობსონ დე სოუზა, მეტსახელად რობინიო (პორტ. Robson de Souza; დ. 25 იანვარი, 1984, სან-ვისენტი, სან-პაულუს შტატი, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, თურქული საფეხბურთო კლუბის „ისტამბულ ბაშაკშეჰირის“ თავდამსხმელი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რობსონ დე სოუზა | ||
დაბადების თარიღი | 25 იანვარი, 1984 (1984-01-25) (40 წლის) | ||
დაბადების ადგილი |
სან-ვისენტი, სან-პაულუს შტატი, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 172 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1996–2002 | სანტოსი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2002–2005 | სანტოსი | 108 | (47) |
2005–2008 | რეალ მადრიდი | 101 | (25) |
2008–2010 | მანჩესტერ სიტი | 41 | (14) |
2010 | → სანტოსი | 2 | (0) |
2010–2015 | მილანი | 108 | (25) |
2014–2015 | → სანტოსი | 20 | (6) |
2015 | გუანჩჟოუ ევერგრანდი | 10 | (3) |
2016–2017 | ატლეტიკო მინეირო | 60 | (19) |
2018–2019 | სივასპორი | 30 | (12) |
2019– | ისტამბულ ბაშაკშეჰირი | 16 | (4) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2003–2017 | ბრაზილია | 100 | (29) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 მაისი, 2019 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 28 იანვარი, 2017 |
პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა ბრაზილიურ კლუბ „სანტოსთან“ 2002 წელს, თვრამეტი წლის ასაკში. რობინიოს თამაშმა მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობის ყურადღება მიიქცია და ახალგაზრდა ბრაზილიელი 2005 წელს აღმოჩნდა მადრიდის „რეალში“. 2008 წლის 1 სექტემბერს იგი გადავიდა „მანჩესტერ სიტიში“ 42.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ (32.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი), ხოლო 2010 წელს 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა „მილანთან“.[1][2] მილანიდან წასვლის შემდეგ სხვადასხვა დროს თამაშობდა „გუანჩჟოუ ევერგრანდსა“ და „ატლეტიკო მინეიროში“. 2018 წელს გამოდიოდა თურქულ კლუბ „სივასპორში“. 2019 წლიდან „ისტამბულ ბაშაკშეჰირის“ შემადგენლობაშია.
2017 წლის ნოემბერში იტალიის სასამართლომ რობინიოს 22 წლის ალბანელ ქალზე განხორციელებული სექსუალური ძალადობისთვის 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.[3] მიუხედავად ამისა, ბრაზილიის კონსტიტუციის თანახმად, მისი ექსტრადირება ბრაზილიიდან იტალიაში ვერ მოხდება, რის გამოც რობინიომ შეძლო თავი აერიდებინა სასჯელისთვის.