საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
From Wikipedia, the free encyclopedia
საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — ეროვნული საფეხბურთო გუნდი, რომელიც 1924–1991 წლებში საბჭოთა კავშირს საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებსა და შეხვედრებზე წარმოადგენდა. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებდა საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია. ნაკრებმა საუკეთესო შედეგს საერთაშორისო ასპარეზზე 1960 წელს მიაღწია, როდესაც ევროპის ერთა თასი მოიპოვა.
ასოციაცია | საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია | |||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კონფედერაცია | უეფა | |||||||||||||||||||||||||||
მთავარი მწვრთვნელი |
ანატოლი ბიშოვეცი (უკანასკნელი) | |||||||||||||||||||||||||||
კაპიტანი |
ალექსეი მიხაილიჩენკო (ევრო 92-ის შესარჩევი ტურნირი) | |||||||||||||||||||||||||||
ყველაზე მეტი კეპი | ოლეგ ბლოხინი (112) | |||||||||||||||||||||||||||
ბომბარდირი | ოლეგ ბლოხინი (42) | |||||||||||||||||||||||||||
ფიფა-ს კოდი | URS | |||||||||||||||||||||||||||
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი | 1 (ივლისი 1960) | |||||||||||||||||||||||||||
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი | 1 (1963–65, 1966, 1983–84, 1985–86, 1987, 1988) | |||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||
პირველი საერთაშორისო | ||||||||||||||||||||||||||||
სსრკ 3–0 თურქეთი (მოსკოვი, სსრკ; 16 ნოემბერი, 1924) | ||||||||||||||||||||||||||||
უდიდესი გამარჯვება | ||||||||||||||||||||||||||||
სსრკ 11–1 ინდოეთი (მოსკოვი, სსრკ; 16 სექტემბერი, 1955) ფინეთი 0–10 სსრკ (ჰელსინკი, ფინეთი; 15 აგვისტო, 1957) | ||||||||||||||||||||||||||||
უდიდესი დამარცხება | ||||||||||||||||||||||||||||
ინგლისი 5–0 სსრკ (ლონდონი, ინგლისი; 22 ოქტომბერი, 1958) ბოლო საერთაშორისო კვიპროსი 0–3 სსრკ (ლარნაკა, კვიპროსი; 13 ნოემბერი, 1991) მსოფლიო ჩემპიონატი | ||||||||||||||||||||||||||||
გამოსვლა | (პირველად 1958) | |||||||||||||||||||||||||||
საუკეთესო შედეგი |
მეოთხე ადგილი, 1966 ევროპის ჩემპიონატი | |||||||||||||||||||||||||||
გამოსვლა | (პირველად 1960) | |||||||||||||||||||||||||||
საუკეთესო შედეგი | ჩემპიონი, 1960 | |||||||||||||||||||||||||||
ჯილდოები
ოლიმპიური თამაშები და ევროთასები
|
საბჭოთა კავშირის ნაკრებმა 1991 წელს შეწყვიტა არსებობა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად. მისი სამართალმემკვიდრე გახდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც წარმოადგენდა იმ თერმეტ ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკას, რომლებიც გახდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრები და ასევე საქართველოს, რომელიც არ იყო ორგანიზაციის წევრი. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა — ესტონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ, რომლებიც საქართველოს მსგავსად არ იყვნენ დსთ-ს წევრები, საკუთარი ეროვნული ნაკრებები ჩამოაყალიბეს და არ შეუერთდნენ დსთ-ს საფეხბურთო ნაკრებს. 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დსთ-ს ნაკრებმაც შეწყვიტა არსებობა და დსთ-ს ნაკრების წევრმა თორმეტივე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, საკუთარი ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები ჩამოაყალიბეს.