სავაჰლუნტო
From Wikipedia, the free encyclopedia
სავაჰლუნტო (ჯავი: ساواهلونتو) − ქალაქი დასავლეთ სუმატრის პროვინციაში, ინდონეზიაში. პროვინციის დედაქალაქიდან, პადანგიდან 90 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. სავაჰლუნტო ცნობილია როგორც ქვანახშირის მოპოვების უძველესი ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. გეოგრაფიული თვალსაზრისით, ქალაქი ბარისანის მთიანეთის ვიწრო ხეობის გასწვრივ მდებარეობს და გარშემორტყმულია ბორცვებითა და მთებით: ბუკიტ-პოლანით, ბუკიტ-პარითა და ბუკიტ-მატოს.[4] ქალაქის ხმელეთის ფართობი 273.45 კმ²-ია. 2010 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 56 866 ადამიანს შეადგენდა,[5] 2015 წელს − 60 136 ადამიანს, ხოლო 2020 წელს − 65 138 ადამიანს.[6] 2022 წლის ოფიციალური პროგნოზის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 66 413 ადამიანს შეადგენს. მათგან 33 430 კაცია, ხოლო 32 983 − ქალი.[7]
დასახლებული პუნქტი | |||
---|---|---|---|
სავაჰლუნტო | |||
| |||
ქვეყანა | ინდონეზია | ||
შიდა დაყოფა | Barangin[1] [2] , Lembah Segar[1] [2] , Silungkang[1] [2] და Talawi[1] [2] | ||
კოორდინატები | 0°40′58″ ს. გ. 100°46′42″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1 დეკემბერი, 1888 | ||
ფართობი | 273.45 კმ², 268.18 ჰექტარი, 7356.92 ჰექტარი | ||
ცენტრის სიმაღლე | 322 მეტრი, 295 მეტრი | ||
მოსახლეობა | 61 427[3] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+07:00 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.sawahluntokota.go.id/ | ||
სავაჰლუნტო დასავლეთ სუმატრის ერთ-ერთი მომპოვებელი ქალაქია. ქალაქის სახით 1882 წელს დაარსდა ნიდერლანდელების მიერ. მიდამოებში ქვანახშირი XIX საუკუნის შუა ხანებში ვილემ ჰენდრიკ დე გრევემ აღმოაჩინა. ნიდერლანდელებმა ქვანახშირის მოპოვება იმიტომ დაიწყეს, რომ იგი მრეწველობისა და ტრანსპორტისთვის გამოიყენებოდა. ქვანახშირის აღმოჩენის შემდეგ ქალაქის ტერიტორიას ხშირად სტუმრობდნენ გეოლოგები. ქვანახშირის მოპოვების ოქროს პერიოდისა და მაღაროების დახურვის შემდეგ სავაჰლუნტო მოჩვენება-ქალაქი გახდა და მოსახლეობის რაოდენობამ დაიკლო. მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შემდეგ, 2004 წელს ქალაქმა სავაჰლუნტოს ტურისტულ ქალაქად გადაქცევის პოლიტიკის გატარება დაიწყო. 2014 წელს ქალაქის შემოსავლის 29% ტურიზმზე მოდიოდა, ხოლო 23% − ფერმერობაზე.[8]
2019 წელს სავაჰლუნტოში მდებარე ომბილინის ქვანახშირის მაღარო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.[9]