სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის
From Wikipedia, the free encyclopedia
სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის — საქართველოს მოქალაქეებისთვის ზოგიერთი ქვეყნის მთავრობის მიერ ამ ქვეყნებში შესვლაზე დაწესებული რიგი შეზღუდვებისა. რიგ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთათვის შესვლა შეზღუდული არ არის. 2018 წლის 23 მაისის მდგომარეობით საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან ვიზის ქვეყნის საზღვარზე მიღებით 111 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა[1]
2004-2007 წლებში ევროპის კავშირის გაფართოების გამო, საქართველომ უვიზოდ მგზავრობის უფლება დაკარგა კავშირის ისეთ წევრებთან, როგორიცაა ლიეტუვა, ლატვია, ჩეხეთი, პოლონეთი (2003 წლამდე უვიზო რეჟიმი იყო), რუმინეთი და ბულგარეთი (2006 წლამდე უვიზოდ).
2015 წელს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის გეგმის წარმატებით შესრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის წევრ 28 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა[2].