სამაგიდო როლური თამაში
From Wikipedia, the free encyclopedia
სამაგიდო როლური თამაში (ინგლ. Tabletop role-playing game) — როლური თამაშის (RPG) სახე, რომელშიც მონაწილეები საკუთარი პერსონაჟების მოქმედებებს სიტყვიერად აღწერენ. ისინი საკუთარი პერსონაჟების მოქმედებებს განსაზღვრავენ მათი დახასიათების[1] გათვალისწინებით, მოქმედებების წარმატება თუ წარუმატებლობა კი დგინდება წესებისა და დირექტივების განსაზღვრული ფორმალური სისტემის მიხედვით. წესების ფარგლებში მოთამაშეებს თავისუფლად შეუძლიათ იმპროვიზაცია; მათი გადაწყვეტილებები თამაშის მიმართულებასა და შედეგზე ზემოქმედებს.[2]