სამეფო ყორღანი
From Wikipedia, the free encyclopedia
სამეფო ყორღანი — ძვ. წ. IV საუკუნის II ნახევრის ანტიკური არქეოლოგიური ძეგლი უკრაინაში. სპარტოკიდების დინასტიის ერთ-ერთი მმართველის სამარხი, რომელიც მართავდა ბოსფორის სამეფოს ძვ. წ. 438-109 წლებში. ძეგლი მდებარეობს ყირიმში, ქერჩის ნახევარკუნძულზე, სოფელ აჯი-მუშკაის მახლობლად. ბორცვი აღმოსავლეთ ყირიმის ისტორიულ-კულტურული მუზეუმ-ნაკრძალის ნაწილია[1].