სან-ხოსე
From Wikipedia, the free encyclopedia
სან ხოსე (ესპ. San José) — კოსტა რიკის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს კოსტა რიკის ცენტრალურ ხეობაში და წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრს.
ტერმინს „სან-ხოსე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სან-ხოსე (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სან-ხოსე San José de Costa Rica san jajihtrwe | |||||
| |||||
ქვეყანა | კოსტა-რიკა | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
კოორდინატები | 9°56′00″ ჩ. გ. 84°05′00″ დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | ჯონი არაია მონგე | ||||
დაარსდა | 1738 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1823 | ||||
ფართობი | 44.62 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1,161 მ | ||||
მოსახლეობა | 346,799 კაცი (2003) | ||||
აგლომერაცია | 1,611,616 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-6 | ||||
სატელეფონო კოდი | +506 | ||||
საფოსტო ინდექსი | 10101 | ||||
ოფიციალური საიტი | msj.go.cr | ||||
დახურვა
1736 წელს კაბილდო დე ლეონის მიერ დაარსებული სან ხოსე ლათინური ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა დედაქალაქს წარმოადგენს. კოსტა რიკის დედაქალაქის სტატუსი მან 1823 წელს მიიღო. დღეს ის თანამედროვე ქალაქია ჩვეული ფუსფუსით, შთამბეჭდავი არქიტექტურითა და ხელოვნებით, რაც უამრავ ტურისტს იზიდავს, სწორედ ტურიზმია ქალაქის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი.
2006 წლის მონაცემებით, სან ხოსეს მოსახლეობა 365 799 ადამიანს შეადგენს. ქალაქი ზღვის დონიდან 1 161 მეტრზე მდებარეობს და გამოირჩევა სტაბილური კლიმატით მთელი წლის მანძილზე. საშუალო ტემპერატურა 25° C-ია, ნალექების მაჩვენებელი 1800 მმ.