საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები წარმოადგენს საქართველოს რაგბის საერთაშორისო შეჯიბრებზე. არის რაგბის საერთაშორისო საბჭოს და ევროპის რაგბის ფედერაციის წევრი.
კავშირი | საქართველოს რაგბის კავშირი | ||
---|---|---|---|
მეტსახელ(ებ)ი | ბორჯღალოსნები, ლელოები | ||
ემბლემა | ბორჯღალი | ||
დაარსდა | 1989 წელს | ||
მწვრთნელ(ებ)ი | რიჩარდ კოკერილი | ||
კაპიტანი | მერაბ შარიქაძე | ||
ყველაზე მეტი კეპი | დავით კაჭარავა (121) | ||
ყველაზე მეტი ქულა | მერაბ კვირიკაშვილი (840) | ||
ყველაზე მეტი ლელო | მამუკა გორგოძე (27) | ||
| |||
პირველი საერთაშორისო მატჩი | |||
ზიმბაბვე 3 – 16 საქართველო (12-09-1989) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
საქართველო 98 – 3 ჩეხეთი (08-04-2007) | |||
უარესი დამარცხება | |||
ინგლისი 84 – 6 საქართველო (12-10-2003) | |||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||
გამოსვლები | 5 (პირველი 2003) | ||
საუკეთესო შედეგი | ჯგუფური ეტაპი, 2003, 2007, 2011, 2015 და 2019 წლებში |
საქართველოს პირველი ეროვნული რაგბის გუნდი შეიქმნა 1989 წელს, რომელმაც 12 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო მატჩი გამართა ზიმბაბვეს ნაკრებთან – 16:3. გუნდის პირველი მწვრთნელი იყო დავით კილასონია, პირველი კაპიტანი – ოლეგ ლიპარტელიანი. 1990 წელს მოეწყო მორაგბეთა ნაკრების პირველი ტურნე ზიმბაბვეში. 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართულმა კლუბებმა სსრკ ჩემპიონატი დატოვეს. 1992 წლის თებერვალში რაგბის საერთაშორისო საბჭომ საქართველოს რაგბის კავშირი 52-ე წევრად მიიღო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად ჩაება მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში. საქართველოს რაგბის კავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ (პრეზიდენტი — ბიძინა გეგიძე) მიზნად დაისახა ამ ასპარეზობის ფინალურ ეტაპზე გასვლა. 1997 წელს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ფრანგი კლოდ სორელი. 2001 წელს საქართველოს ნაკრებმა მოიგო ევროპის ერთა თასი, რითაც ოფიციალურად გახდა ევროპის მე-7 გუნდი. 2002 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა რუსეთის ნაკრები (17:13) და 2003 წლის მსოფლიოს თასის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. მას შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2003, 2007, 2011, 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. მათ შორის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე. მორაგბეთა ნაკრები პირველი ქართული გუნდია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. 2020 წლის თებერვლის მონაცემებით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები IRB რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს. 2019-ის მონაცემებით, საქართველომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე 9-დან 5-ჯერ იასპარეზა და ხუთივეჯერ ჯგუფში ჩარჩა[1]