საღვთო რომის იმპერატრიცების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
საღვთო რომის იმპერატრიცების სიაში წარმოდგენილია იმ ქალების სია რომლებიც დაქორწინებულები იყვნენ საღვთო რომის იმპერიის იმპერატორებზე. ისტორიაში საღვთო რომის პირველი იმპერატრიცა იყო ერმენგრადა რობერტინი, ხოლო უკანასკნელი - მარია ტერეზა სიცილიელი. ამასთან ზოგმა იმპერატრიცამ მიიღო რეგენტის ტიტული, რითაც მათ განუსაზღვრელი ძალაუფლება მიიღეს. ტიტული დაარსდა 813 წლის 28 იანვარს. 1806 წლის 6 აგვისტოს საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ I-მა საღვთო რომის იმპერია დაშლილად გამოაცხადა, რის გამოც ტიტული გაუქმდა.