საყოველთაო გაფიცვა (1926)
From Wikipedia, the free encyclopedia
საყოველთაო გაფიცვა (1926) — საყოველთაო გაფიცვა 1926 წელს გაერთიანებულ სამეფოში. გაფიცვაში 1,7 მილიონი მუშა მონაწილეობდა, გაფიცვა გამოიწვია მთავრობის და მეწარმეთა გადაწყვეტილებამ მუშების ხარჯზე (ხელფასების შემცირება, სამუშაო დღის გაზრდა) აეტარებინათ ქვანახშირის მოპოვების რაციონალიზაცია. პროფკავშირებმა მუშებს 1 მაისს გაფიცვისკენ მოუწოდეს. გაფიცვამ თანდათან პოლიტიკური ხასიათი მიიღო. ის შეწყდა 12 მაისს. გაფიცვა დამარცხდა, მან დსახულ მიზნებს ვერ მიაღწია.