საჭადრაკო ოლიმპიადა 1986
From Wikipedia, the free encyclopedia
14 ნოემბერი - 2 დეკემბერი 1986 დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1986}} |
ტურნირი დუბაიში მეტად დაძაბული გამოდგა. თავიდანვე დაწინაურდნენ წინა ოლიმპიადის პრიზიორები, საბჭოთა, ამერიკელი და ინგლისელი მოჭადრაკეები. მესამე ტურიდან დაწინაურდნენ საბჭოთ მოჭადრაკეები, რომლებიც მეშვიდე ტურამდე ერთპიროვნულად ლიდერობდნენ ტურნირს. მეშვიდე ტურში ინგლისელები ჯერ დაეწივნენ საბჭოელებს, ხოლო შემდეგ გაასწრეს კიდეც მათ. მეათე ტურის წინ ინგლისელები უკვე 2,5 ქულით იყვნენ წინ და დარჩენილ ხუთ ტურში თითქოს ძნელი უნდა ყოფილიყო ამ სხვაობის აღმოფხვრა, მაგრამ მეათე ტურში ბრიტანელები უბრალოდ განადგურდნენ ესპანელებთან შეხვედრაში (0,5-3,5) და გუნდები გათანაბრდნენ. სამაგიეროდ წინ გაიჭრნენ ამერიკელები. ისინი ჯერ ქულით, ხოლო შემდეგ ქულანახევრით დაწინაურდნენ. საბჭოელებმა სხვაობა შეამცირეს და ბოლო ტურის წინ აშშ-ს 36,5 ქულა ჰქონდა, სსრკ-ს - 36, ხოლო ინგლისს - 35,5. ბოლო ტურში ყურადღების ცენტრში იყო აშშ - ბულგარეთის, სსრკ - პოლონეთის და ინგლის - ბრაზილიის მატჩები. პირველი სეირავან - კირილ გეორგიევის პარტია დამთავრდა. იგი ბულგარელმა მოიგო და საბჭოელებს კარგი შანსი მიეცათ. სანამ ისინი მისხალ-მისხალ აგროვენდნენ უპირატესობას, მანამდე ინგლისელებმა სპილმენმა, ჩანდლერმა და ნანმა გამარჯვებები მოიპოვეს. უკეთესი პოზიცია ჰქონდა შორტსაც. ეს კი იმას ნიშნავდა რომ ინგლისელები მატჩს 4-0-ზე იგებდნენ. ასეთ შემთხვევაში საბჭოელებსაც იგივე ანგარიში სჭირდებოდათ. პირველი თავისი პარტია ვაჰანიანმა მოიგო, მას მხარი იუსუპოვმაც აუბა. ამასობაში ამერიკელებმა კიდევ ორი პარტია დაამთვრეს ყაიმით და ცხადი გახდა, რომ ისინი პირველი ადგილისათვის ბრძოლას გამოეთიშნენ. თითქმის ერთდროულად მოიგეს თავისი პარტიები კარპოვმა და შორტმა. კასპაროვს თეორიულად უკეთესი, მაგრამ პრაქტიკულად ძნელად მოსაგები პარტია ჰქონდა. მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონი რისი ჩემპიონი იქნებოდა, რომ თავისი არ ექნა და პოლონელი გარის მახეში გაება. 4-0 და საბჭოელები კვლავ ოლიმპიური ჩემპიონები არიან. ინგლისელები მეორეზე დარჩნენ, ამერიკელები - მესამეზე.