სენტ-ჯეიმზ პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
სენტ-ჯეიმზ პარკი (ინგლ. St James' Park) — სტადიონი ნიუკასლში, გაერთიანებულ სამეფოში. სტადიონი არის საშინაო არენა პრემიერლიგის ბინადარი, ნიუკასლ იუნაიტედისთვის. სტადიონი იტევს 52 405 ადამიანს.[1]
სწრაფი ფაქტები მდებარეობა, გაიხსნა ...
მდებარეობა | ნიუკასლი, გაერთიანებული სამეფო |
---|---|
გაიხსნა | 1892 |
მესაკუთრე | ნიუკასლ იუნაიტედი |
ტევადობა | 52,405 |
დახურვა
სენტ-ჯეიმზ პარკი არის ნიუკასლის საშინაო სტადიონი 1892 წლიდან, ხოლო საფეხბურთო მატჩები მასზე 1880 წლიდან იმართება.[2] გარდა ფეხბურთისა სტადიონი ასევე მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის: 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს. 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ფეხბურთის სტადიონად იყო გამოყენებული.[3] ასევე სტადიონზე იმართება როკ-კონცერტები და საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩები.