სომბატჰეი
From Wikipedia, the free encyclopedia
სომბატჰეი (უნგრ. Szombathely) — უნგრეთის სიდიდით მე-10 ქალაქი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ავსტრიის საზღვრის სიახლოვეს. წარმოადგენს ვაშის მედიეს ადმინისტრაციულ ცენტრს. სომბატჰეი უნგრეთის უძველესი ქალაქია. აქ დაიბადა წმინდა მარტინე ტურელი.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სომბატჰეი უნგრ. Szombathely | |||||
| |||||
ქვეყანა | უნგრეთი | ||||
რეგიონი | ვაშივაში | ||||
კოორდინატები | 47°14′00″ ჩ. გ. 16°38′00″ ა. გ. | ||||
მერი | András Nemény[1] | ||||
ფართობი | 9750 ჰექტარი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 209±1 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | უნგრული ენა | ||||
მოსახლეობა | 78 446 (1 იანვარი, 2023)[2] | ||||
სასაათო სარტყელი | ცენტრალური ევროპის დრო, UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 94 | ||||
საფოსტო ინდექსი | 9700 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.szombathely.hu[3] | ||||
დახურვა
სახელი მომდინარეობს უნგრული სიტყებიდან „szombat“ (შაბათი) და „hely“ (ადგილი), რაც მის საბაზრო ქალაქის ფუნქციებზე მიუთითებს. სწორედ შაბათობით იმართებოდა შუა საუკუნეების ბაზრობები.
სომბატჰეი უნგრეთის უძველესი წერილობით დადასტურებული ქალაქია. იგი ახ. წ. 45 წელს რომაელებმა დააარსეს სახელით კოლონია-კლაუდია-სავარიენსუმი და ის წარმოადგენდა რომის პროვინციის — ზემო პანონიის დედაქალაქს.