სორიის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
სორიის პროვინცია (ესპ. Soria) შედის კასტილია და ლეონის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 183 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
სორიის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 14 კომარკაში: ალმარსა, ალმასა, ალმასანი, ბერლანგა, კამპო-დე-გომარა, ლას-ვიკარიასი, მონკაიო, პინარესი, ტიერა-დე-კამეროსი, ტიერა-დე-მედინასელი, ტიერას-ალტასი, ტიერას-დელ-ბურგო, ფრენტესი, ელ-ვალიე-ი-ლა-ვეგა-სინოტრა.
სორიის პროვინციის ფართობია 10 306 კმ² და 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 88 884 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია სორია, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდია. სორიის პროვინციის ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია არკოს-დე-ხალონი (441,54 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა — სალდუერო (2,69 კმ²)[4].