სოფია როტარუ
From Wikipedia, the free encyclopedia
სოფია როტარუ (რუმ. Sofia Rotaru, უკრ. Софiя Ротару; 7 აგვისტო, 1947) — მოლდოველი პოპ-მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, მოცეკვავე, მსახიობი. ცნობილია მისი ღრმა ლირიკული ხმითა და მომხიბვლელობით. ამჟამად უკრაინის მოქალაქე. ცხოვრობს იალტასა და კიევში.
სწრაფი ფაქტები სოფია როტარუ, ბიოგრაფია ...
სოფია როტარუ | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 7 აგვისტო, 1947 (1947-08-07) (76 წლის) |
დაბ. ადგილი | მარშინცი |
წარმოშობა | მარშინცი, ჩერნოვცის ოლქი, უკრაინა. |
ეროვნება | მოლდაველები[1] |
ჟანრ(ებ)ი | პოპი, საცეკვაო, ელექტრონიკა, ფოლკი, რეპი, რ'ენ'ბი |
საქმიანობა | მომღერალი-ავტორი, მუსიკოსი, მუსიკალური პროდიუსერი, კინო პროდიუსერი, ტანსაცმლის დიზაინერი, მოცეკვავე, ავტორი, მსახიობი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა, პერკუსია |
აქტიური | 1968-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
Artur-Music (2003-დან) Extraphone (2002-დან) Sintez Records (1991) Warner Music Group (1987) Sony BMG Music Entertainment (1976) Krugozor (1975) Melodiya (1972-დან) |
ხელმოწერა | |
საიტი | www.sofiarotaru.com |
სოფია როტარუ ვიკისაწყობში |
დახურვა
მიღებული აქვს მრავალი ჯილდო: უკრაინის სსრ-ის დამსახურებული არტისტი, უკრაინის სსრ-ის სახალხო არტისტი, მოლდავეთის სსრ-ის სახალხო არტისტი, სსრკ-ის სახალხო არტისტი, ლინინური კომკავშირის პრემიის ლაურეატი, უკრაინის გმირი, მოლდავეთის გმირი (მოლდოვის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოს „რესპუბლიკის ორდენის“ კავალერი).
მისი რეპერტუარი მოითვლის 400 სიმღერას რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, ბულგარულ, სერბულ, პოლონურ, გერმანულ, იტალიურ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე.