სქესობრივი დიმორფიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
სქესობრივი დიმორფიზმი — მდგომარეობა, სადაც ერთი და იგივე სახეობის ორივე სქესი ავლენს განსხვავებულ დამახასიათებელ თვისებებს (არ იგულისხმება სასქესო ორგანოები). გავრცელებულია ცხოველებში, მწერებში, ფრინველებში და ზოგ მცენარეებშიც. განსხვავებები ზომებში, ფერებში, ნიშნებში, ასევე შესაძლებელია ხასიათებშიც. ეს განსხვავებები შეიძლება იყოს შეუმჩნეველი ან ზედმეტად შესამჩნევი ან გამოიკვეთოს სელექციის დროს.
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
დიმორფიზმის ყველაზე მარტივად ამოცნობი ნიშნებია ორნამენტაცია და შეფერილობა. განსხვავება ფერებში (სქესობრივი დიქრომატიზმი) უფრო ხშირად გვხვდება ფრინველებსა და რეპტილიებში. სექსუალურ სელექციას მივყავართ გადამეტებულ დიმორფიულ ნიშნებთან, რომლებიც განსაკუთრებულად გამოიყენება ერთმანეთთან დაწყვილების დროს.
დიქრომატიზმის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია მამალი ფარშევანგი და მისი გაშლილი ფერადი კუდი იმ დროს როცა ცდილობს დედალ რუხ ფარშევანგს თავი მოაწონოს. ამ დროს თითქოს ორ სხვადასხვა სახეობას ვხედავთ (ამ მომენტში მისი გრაციოზულობა რისკთანაც არის დაკავშირებული: გაშლილი კუდი ფრენაში ხელს უშლის და ასევე ადვილი შესამჩნევია შორიდან მტაცებლისთვის). იგივე შეიძლება ითქვას ხოხობზე, სამოთხის ჩიტებზე.