ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტი ― საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი ტაიპეიში, ტაივანში.[9]
დაფუძნდა | 1928 |
---|---|
ტიპი | სახელმწიფო უნივერსიტეტი, კვლევითი უნივერსიტეტი, comprehensive university და თავისუფალი გამომცემელი[1] |
სტუდენტი | 31 799[2] |
მისამართი | [106]臺北市大安區羅斯福路四段1號[3] |
მდებარეობა | ტაიბეი და Taiwan |
ქვეყანა | ტაივანი[1] |
კავშირები | ORCID[4] [5] , arXiv[6] , Association of Pacific Rim Universities[7] და Open Education Global[8] |
https://www.ntu.edu.tw და https://www.ntu.edu.tw/english/index.html |
ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტი დაარსდა 1928 წელს იაპონელთა მმართველობის დროს, როგორც მეშვიდე საიმპერიო უნივერსიტეტი. თავდაპირველად ტაიჰოკუს საიმპერიო უნივერსიტეტი ეწოდა და იაპონელთა კოლონიზაციის დროს ფუნქციონირებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უნივერსიტეტის მართვა გომინდანის მთავრობაში გადავიდა. ტაივანის განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტი განაახლა და 1945 წლის 15 ნოემბერს ამჟამინდელი სახელი უწოდა.[10] უნივერსიტეტი 11 კოლეჯს, 56 დეპარტამენტს, 133 ინსტიტუტს, 60 კვლევით ცენტრს და პროფესიული განათლებისა და უწყვეტი სწავლების სკოლას მოიცავს.[11][12][13]
უნივერსიტეტის ცნობილ კურსდამთავრებულებს შორის არიან: ჩინეთის რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი, სამი ყოფილი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში ლი იუანჩჟე, ტიურინგიის პრემიის ლაურეატი ენდრიუ იაო და სხვ. ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტი ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის სისტემის ნაწილაი, რომელცი ასევე მოიცავს ტაივანის ეროვნულ ნორმალურ უნივერსიტეტსა და ტაივანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეროვნულ უნივერსიტეტს.