ტაის ეროვნული პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტაის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc National de Taï) — ეროვნული პარკი კოტ-დ'ივუარში, რომელიც მოიცავს დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთ უკანასკნელ პირველყოფილ ნოტიო ტროპიკულ ტყეებს. მისი ფლორისა და ფაუნის განსაკუთრებული სიუხვის გამო, 1982 წლიდან პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. აქ გავრცელებული ძუძუმწოვრებიდანხუთი სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი. ესენია - ჯუჯა ბეჰემოტი, მაიმუნი Olive colobus, ლეოპარდი, შიმპანზე და ჯენტიკის ანტილოპა (Cephalophus jentinki).[1][2][3][4]
ტაის ეროვნული პარკი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
პარკის მდებარეობა | |
ქვეყანა | კოტ-დ’ივუარი |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, x |
სია | |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 5°45′00″ ჩ. გ. 7°07′00″ დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1982 (მე-6 სესია) |
ნომერი | 195 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
პარკი მდებარეობს სპილოს ძვლის სანაპიროდან დაახლოებით 100 კმ-ის მოშორებით, ლიბერიის საზღვართან, მდინარე კაბალისა და სასანდრას შორის. იგი მოიცავს 3 300 კმ² ტერიტორიას და 200 კმ² ბუფერულ ზონას, სიმაღლე ზღვის დონიდან 396 მეტრია.
ტაის ტყის ნაკრძალი 1926 წელს შეიქმნა, ხოლო 1972 წელს ეროვნული პარკის სტატუსი მიიღო.