ტარტუს უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტარტუს უნივერსიტეტი (ესტ. Tartu Ülikool, ლათ. Universitas Tartuensis) — კლასიკური უნივერსიტეტი ესტონეთში ქალაქ ტარტუში, დააარსა 1632 წელს, შვედეთის მეფე გუსტავ II ადოლფმა, ლივონიაში Academia Gustaviana-ს სახელწოდებით. ტარტუს სასწავლებელი გახდა შვედეთის მეორე უნივერსიტეტი - (უპსალის უნივერსიტეტის შემდეგ) — Universitas Gustaviana.
სწრაფი ფაქტები ტარტუს უნივერსიტეტი, დაფუძნდა ...
ტარტუს უნივერსიტეტი | |
---|---|
დაფუძნდა | 1632 (1710–1802 წწ დახურული) |
დამფუძნებელი (-ები) | გუსტავ II ადოლფი |
ტიპი | საჯარო |
რექტორი | ვოლი კალმი |
სტუდენტი | 13 000[1] |
ქალაქი | ტარტუ |
ქვეყანა | ესტონეთი |
ფერები | თეთრი, ლურჯი |
მეტსახელი | UT |
კავშირები | Atomium Culture, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[2] , Coimbra Group, Utrecht Network, Guild of European Research-Intensive Universities[3] და DataCite[4] |
https://www.ut.ee |
დახურვა
მეფე გუსტავ II ადოლფმა აკადემიის პირველ რექტორად თავისი პირველი მასწავლებელი და დამრიგებელი, ლივონიის, უნგრეთის და კარელიის გენერალ-გუბერნატორი იოჰან შუტე დანიშნა.
XVIII საუკუნეში, ესტონეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ უნივერსიტეტი დაიხურა, თუმცა ალექსანდრე I-მა 1802 წელს კვლავ გახსნა სასწავლებელი.
უნივერსიტეტი გაწევრებულია ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციაში - უტრეხტის ქსელი.