ტეტრადრაქმა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტეტრადრაქმა (ძვ. ბერძნ. τετράδραχμον) — ძველბერძნული ვერცხლის მონეტა. ნომინალურად უდრიდა ოთხ დრაქმას. დროთა განმავლობაში ტეტრადრაქმა ფაქტობრივად გახდა ანტიკურობის სტანდარტული მონეტა, რომელიც გავრცელდა ბერძნული სამყაროს საზღვრებს მიღმაც. შედეგად, ტეტრადრაქმა დიდი რაოდენობით და წონისა და სინჯის მრავალი სტანდარტის მიხედვით იჭრებოდა სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ, თუმცა ყველაზე გავრცელებული იყო ათენის ატიკური სტანდარტი — დაახლოებით 17,2 გრამი.
დიდი ზომების გამო, სხვადასხვა სახელმწიფოები თუ მმართველები ტეტრადრაქმებს ხშირად იყენებდნენ საკუთარი თავის რეკლამირებისთვის ან პოლიტიკური გზავნილების გადასაცემად. ტეტრადრაქმამ გაუძლო ბერძნების დამოუკიდებლობის დაკარგვას და ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმოქცევაში დარჩა მესამე საუკუნის კრიზისამდე. ამავდროულად, ხარისხგაფუჭებული ვარიანტები ადრეულ შუა საუკუნეებამდე არსებობდა ინდოეთსა და ცენტრალურ აზიაში .