ტოლედოს მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ტოლედოს პროვინცია შედის კასტილია-ლა-მანჩის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 204 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
ტოლედოს მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 10 კომარკაში: ლა-კამპანა-დე-ოლოპესა, ლა-ხარა, მანჩა-ალტა-დე-ტოლედო, მესა-დე-ოკანია, ლა-საგრა, მონტეს-დე-ტოლედო, სიერა-დე-სან-ვისენტე, ტალავერა-დე-ლა-რეინა, ტოლედო, ტორიხოსი.
ტოლედოს პროვინციის ფართობია 15 369 კმ² და 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 703 772 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია ტოლედო, რომელიც მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია, ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია ლოს-ებენესი (677,46 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა — ელ-პუენტე-დელ-არსობისპო (3,96 კმ²)[4].