ტორი ეიმოსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტორი ეიმოსი (ინგლ. Tori Amos, სრული სახელი - მაირა ელენ ეიმოსი; დ. 22 აგვისტო, 1963) — ამერიკელი პიანისტი, მომღერალი და კომპოზიტორი. იგი არის კლასიკური განათლების მქონე მუსიკოსი, რომელიც მეცო-სოპრანო ვოკალს ფლობს.[2][3] ეიმოსი თავდაპირველად სინთპოპის ჟანრის ჯგუფ Y Kant Tori Read-ის წამყვანი ვოკალისტი იყო. 1990-იანი წლებიდან იგი სოლო-შემოქმედებით არის დაკავებული. აღსანიშნავია მისი წვლილი ალტერნატიული როკის ჟანრში, რომელშიც მან პირველად შეიტანა ფორტეპიანო, როგორც ძირითადი და წამყვანი ინსტრუმენტი. განსაკუთრებით ცნობილია მისი სიმღერები „Crucify“, „Silent All These Years“, „God“, „Cornflake Girl“, „Caught a Lite Sneeze“, „Professional Widow“, „Spark“, „1000 Oceans“ და „A Sorta Fairytale“ - უკანასკნელი აშშ-ში მისი კომერციულად ყველაზე წარმატებული სინგლია.
ტორი ეიმოსი | |
---|---|
ტორი ეიმოსი 2007 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | მაირა ელენ ეიმოსი |
დაბ. თარიღი | 22 აგვისტო, 1963 (1963-08-22) (60 წლის) |
დაბ. ადგილი | ნიუტონი, ჩრდილოეთი კაროლინა, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | პიანო-როკი, ალტერნატიული როკი, არტ-პოპი, ელექტრონიკა, კლასიკური მუსიკა, ბაროკო-პოპი |
საქმიანობა | მუსიკოსი, ვოკალისტი, სიმღერების ავტორი, მომღერალი, აქტივისტი, პროდიუსერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ფორტეპიანო, კლავესინი, Hammond-ის ორგანი, როუდსის ფორტეპიანო, ვურლიტცერი,Wurlitzer, Kurzweil, ვოკალი |
აქტიური | 1979–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Atlantic, Epic, Universal Republic, Deutsche Grammophon, Mercury Classics |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Bösendorfer-ის ფორტეპიანო[1] | |
ხელმოწერა | |
საიტი | toriamos.com |
ტორი ეიმოსი ვიკისაწყობში |
2005 წლისთვის ეიმოსს მსოფლიო მასშტაბით გაყიდული ჰქონდა 12 მილიონი ალბომი. მიღებული აქვს ნომინაცია რამდენიმე, მათ შორის რვაჯერ - გრემის ჯილდოზე.