უზბეკეთის ჰიმნი
From Wikipedia, the free encyclopedia
უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი (უზბეკ. Oʻzbekiston Respublikasining Davlat Madhiyasi)[1] — უზბეკეთის ამჟამინდელი ჰიმნი შეიქმნა, როდესაც უზბეკეთი ჯერ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა იყო. 1991 წელს უზბეკეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უზბეკეთს არ გააჩნდა სხვა კანდიდატი სახელმწიფო ჰიმნის სტატუსზე, მაშინ უზბეკეთის სსრ-ს ძველი ჰიმნი შემოიღეს, რომლის მუსიკის ავტორია მუტალ ბურჰანოვი, ხოლო ახალი ტექსტის ავტორია აბდულა ორიპოვი. ყოველ დილით, ჰიმნი გადის ეთერში ყველა უზბეკური რადიოს და ტელევიზიის.