ულოფ პალმე
From Wikipedia, the free encyclopedia
სვენ ულოფ იოაკიმ პალმე (შვედ. Sven Olof Joachim Palme, დ. 30 იანვარი, 1927, სტოკჰოლმი — გ. 28 თებერვალი, 1986, იქვე) — შვედი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. პრემიერ-მინისტრ თაგე ერლანდერის თანამებრძოლი, შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი 1969-1986 წლებში და ქვეყნის ორგზის პრემიერ-მინისტრი (1969 წლის 14 ოქტომბრიდან 1976 წლის ოქტომბრამდე და 1982 წლის 8 ოქტომბრიდან 1986 წლის 28 თებერვლამდე). მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1976 წლისა და 1979 წლის საარჩევნო მარცხი სოციალ-დემოკრატებისთვის, რამაც ამ პარტიის 40 წლიანი ჰეგემონია დაასრულა შვედეთში. ოპოზიციაში ყოფნისას პალმემ აქტიური როლი ითამაშა საერთაშორისო არენაზეც, ირან-ერაყის კონფლიქტისას იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მედიატორი გახდა, ხოლო 1979 წელს ჩრდილოეთის საბჭოს პრეზიდენტადაც აირჩიეს.
ულოფ პალმე | |
---|---|
შვედ. Olof Palme | |
დაბადების თარიღი | 30 იანვარი, 1927(1927-01-30)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] |
დაბადების ადგილი | Svea artillery regiment parish[14] [6] [14] |
გარდაცვალების თარიღი | 28 თებერვალი, 1986(1986-02-28)[1] [2] [3] [4] [5] [8] [9] [10] [12] [13] (59 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Sveavägen[15] |
მოქალაქეობა | შვედეთი |
განათლება | სტოკჰოლმის უნივერსიტეტი[14] , კენიონის კოლეჯი[14] , Beskowska skolan[16] და Sigtunaskolan Humanistiska Läroverket[14] |
მამა | Gunnar Palme[14] |
დედა | Elisabeth Sophia von Knieriem[17] [14] |
მეუღლე/ები | Lisbet Palme[14] და Jelena Rennerová[14] |
შვილ(ებ)ი | Joakim Palme[14] , Mårten Palme[14] და Mattias Järvinen Palme[14] |
ჯილდოები | Jawaharlal Nehru Award for International Understanding[18] , თეთრი ლომის ორდენის ჯაჭვი[19] , Four Freedoms Award – Freedom from Fear, Order of the Companions of O. R. Tambo და Order of Eduardo Mondlane, 1st class[20] [21] |
palmecenter.org | |
პალმეს მკვლელობა შვედეთის თანამედროვე ისტორიაში თავისი შინაარსით პირველია, რამაც სკანდინავიაში დიდი ზეგავლენა იქონია.