ფალერისტიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ფალერისტიკა — ისტორიული დისციპლინათა რიგში შევიდა XX საუკუნის 70-იან წლებიდან. მანამდე მას ნუმიზმატიკის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდნენ. ფალერისტიკა შეისწავლის დაჯილდოების სისტემის ჩამოყალიბების და განვითარების ისტორიას და ეყრდნობა შემდეგ ისტორიულ წყაროებს: წარჩინების ნიშნებს (ორდენები, მედლები და ა.შ), დაჯილდოების დოკუმენტაციას (მასში შედის დაჯილდოების აქტები, დაჯილდოების სტატისტური მეცნიერებები, ცნობები დაჯილდოვებულ პიროვნებათა შესახებ).
დაჯილდოვებათა სისტემა თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს. თუმცა არის გამონაკლისი შვეიცარიის სახით. სადაც საერთოდ არ არის პირადი ჯილდოები და კანონი მოქალაქეებს უცხო ქვეყნისგანაც უკრძალავს ამგვარი ჯილდოების მიღებას.
წარჩინების ნიშნები, დაჯილდოების სისტემა და მათთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტაცია საკმაოდ ძვირფასი წყაროა პოლიტიკური და სამხედრო ისტორიის შესწავლისათვის, გარდა ამისა, განმანსხვავებელი ნიშნები საიუველირო ხელოვნების ძეგლების და თავისი დროის მხატვრული გემოვნების მაჩვენებელია.