ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2010 ჯგუფი B
From Wikipedia, the free encyclopedia
B ჯგუფში თამაშები 12 ივნისიდან 22 ივნისამდე გაიმართა. ჯგუფი შედგებოდა არგენტინის, ნიგერიის, სამხრეთ კორეისა და საბერძნეთის ნაკრებებისგან. არგენტინის, ნიგერიის და საბერძნეთის ნაკრებები 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ (D ჯგუფში) ბულგარეთთან ერთად. მეორე რაუნდში გასვლა ნიგერიამ, არგენტინამ და ბულგარეთმა შეძლეს. ნიგერია და არგენტინა ასპარეზობას მალევე გამოეთიშა, წააგეს რა შესაბამისად იტალიასთან (1-2) და რუმინეთთან (2-3). ხრისტო სტოიჩკოვის ბულგარეთმა კი ნახევარფინალს უწია.
მთავარი სტატია: ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2010.
ჯგუფის გამარჯვებული A ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდა, ხოლო მეორეადგილოსანი A ჯგუფის პირველადგილოსანს.
მეტი ინფორმაცია გუნდი, თ ...
გუნდი | თ | მ | ფ | წ | გატ | გაშ | სხ | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
არგენტინა | 3 | 3 | 0 | 0 | 7 | 1 | +6 | 9 |
სამხრეთი კორეა | 3 | 1 | 1 | 1 | 5 | 6 | -1 | 4 |
საბერძნეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 2 | 5 | −3 | 3 |
ნიგერია | 3 | 0 | 1 | 2 | 3 | 5 | −2 | 1 |
დახურვა
ყველა დრო მოცემულია საქართველოს დროით (UTC+4)