ფორტეპიანო
From Wikipedia, the free encyclopedia
ფორტეპიანო — კლავიშებიან-სიმებიანი ინსტრუმენტების კრებითი სახელი, რომელიც მოიცავს მუსიკალურ ინსტრუმენტებს — როიალს და პიანინოს. თანამედროვე ფორტეპიანომ ისტორიული განვითარების დიდი გზა განვლო უძველესი ერთსიმიანი „მონოქორდიდან“. დინამიკურმა და ტემბრულმა შესაძლებლობებმა მრავალხმიანი ფორტეპიანო ერთ-ერთ წამყვან სოლო და თანმხლებ ინსტრუმენტად აქცია.[1]