ქერიმ ქერიმოვი (გენერალი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ქერიმ ალიევიჩ ქერიმოვი (აზერ. Kərim Abbasəli oğlu Kərimov; დ. 14 ნოემბერი, 1917 — გ. 29 მარტი, 2003) — აზერბაიჯანული წარმოშობის საბჭოთა ინჟინერი, გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის კოსმოსური პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მრავალი წლის მანძილზე იყო საბჭოთა კავშირის კოსმოსური პროგრამის ცენტრალური ფიგურა. მიუხედავად მისი მოწინავე როლისა, ქერიმოვის ვინაობა დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო საზოგადოებისთვის. ქერიმოვი იყო 1950-იან წლებში საბჭოთა წარმატებების ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი: 1957 წელს, პირველი სატელიტის, Sputnik 1-ის გაშვებისას, 1961 წელს Vostok 1-დან იური გაგარინის მიერ მსოფლიოს ირგვლივ შემოფრენისას, 1967 წელს პირველი სრული ავტომატიზირებული კოსმოსური დოკინგისა Cosmos 186-სა და Cosmos 188-ს შორის და ორბიტული სადგურების Salyut და Mir გაშვებისას (1971-1991 წლები).