ღასანიდები
From Wikipedia, the free encyclopedia
ღასანიდები (არაბ. الغساسنة, ასევე ბანუ ღასანი - "ღასანის ვაჟები") — არაბული სამეფო დინასტია, რომელიც ჯაბიაში - აღმოსავლეთ პალესტინაში (იორდანია) მეფობდა 636 წლამდე. ისინი იემენიდან III საუკუნის დასაწყისში გადმოსახლდნენ ლევანტში.[1][2] ზოგი გაერთიანდა ელინიზირებულ ქრისტიანულ თემებთან და ქრისტიანობა მიიღო ახალი წელთაღრიცხვით პირველი რამდენმიმე საუკუნის განმავლობაში, ზოგიერთი მათგანი, ჩრდილოეთში ემიგრაციამდე, სავარაუდოდ, უკვე ქრისტიანი იყო რელიგიური დევნის თავიდან ასაცილებლად.[3][2] ლევანტში დასახლების შემდეგ, ღასანიდებმა თანდათან სალიჰიდების არაბული სამეფოს ლიკვიდაცია მოახდინეს, რომელიც ამ ტერიტორიაზე არსებობდა და გახდნენ ბიზანტიის იმპერიის მოკავშირე სახელმწიფო, ბიზანტიელებთან ერთად იბრძოდნენ სპარსელი სასანიდების და მათი არაბი ვასალების ლახმიდების წინააღმდეგ.[1][3] ღასანიდების მიწები იყო ბუფერული ზონა, რომელიც იცავდა რომაულ საკუთრებას ადგილობრივი ტომების დარბევისგან. 529 წელს იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ალ-ჰარის იბნ ჯაბალა სირიისა და პალესტინის მმართველად გამოაცხადა, არაბებისთვის - მეფის ტიტულით, ბიზანტიელებისთვის - პატრიციუსის წოდებით. ღასანიდები იაკოვიტების მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნოდნენ. ბიზანტიამ სამეფო გააუქმა 585 წელს, მაგრამ მუსლიმური საფრთხის გამო გამო 629 წელს აღადგინა. მუსლიმთა მიერ ლევანტის დაპყრობის შემდეგ რამდენიმე ღასანიდმა ისლამი მიიღო. სახელმწიფოს მცხოვრებთა უმეტესობა ქრისტიანად დარჩა და შეუერთდა მელქიტებს და სირიულ თემებს იორდანიაში, პალესტინაში, ისრაელში, სირიასა და ლიბანში.[2]