ჩაი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩაი (ჩინ. 茶 „ჩა“ IPA /tʂʰɑ˧˥/, იაპ. 茶 „ჩა“ IPA /tɕä/) — ნაყენი, რომლიც მიიღება მცენარე Camellia Sinensis-ის ფოთლების დაყენებით ცხელ წყალში. უფრო ფართო გაგებით, ჩაის ან ,,მცენარეულ ჩაის" ასევე უწოდებენ სხვადასხვა მცენარეულ ნაყენებსაც, რომლებიც არსებითად არ წარმოადგენენ ჩაის. „ჩაი“ ეწოდება როგოც თავად მცენარეს - Camellia Sinensis-ს, რომლის ფოთლებისგანაც ნაყენი მზადდება, ასევე ფოთლებს, რომლებსაც სხვადასხვა ტექნოლოგიით კრეფენ, აშრობენ, ამუშავებენ.
ჩაი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასმელია და მოხმარების რაოდენობით უსწრებს ყავასა და ალკოჰოლს და წყლის შემდგომ, ყველაზე ფართოდ მოიხმარება.