ჩარლზ დეივისი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩარლზ გეიტს დეივისი (ინგლ. Charles Gates Dawes; დ. 27 აგვისტო, 1865 — გ. 23 აპრილი, 1951) — ამერიკელი ბანკირი, გენერალი, დიპლომატი, კომპოზიტორი, პოლიტიკოსი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი 1925-1929 წლებში, რესპუბლიკელი. მას მიენიჭა ნობელის პრემია 1925 წელს, რომელიც ოსტინ ჩემბერლენთან გაიზიარა.
ჩარლზ გეიტს დეივისი Charles Gates Dawes | |
აშშ-ის 30-ე ვიცე-პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1925 – 4 მარტი, 1929 | |
პრეზიდენტი | კალვინ კულიჯი |
წინამორბედი | კალვინ კულიჯი |
მემკვიდრე | ჩარლზ კურტისი |
დაბადებული | 27 აგვისტო, 1865 მარიეტა (ოჰაიო) |
გარდაცვლილი | 23 აპრილი, 1951 (85 წლის) ევანსტონი (ილინოისი) |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
ხელმოწერა |
დაიბადა მარიეტაში, ოჰაიოს შტატში. დეივისი შევიდა ცინცინატის სამართლის სკოლაში, ვიდრე დაიწყებდა სამართლებრივ კარიერას ლინკოლნში, ნებრასკაში. 1896 წელს ის უძღვებოდა უილიამ მაკ-კინლის საპრეზიდენტო კამპანიას ილინოისში.
დეივისი პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მსახურობდა გენერლად. 1921 წელს პრეზიდენტმა უორენ ჰარდინგმა დეივისი შეარჩია საბიუჯეტო ბიუროს პირველ ხელმძღვანელად. დეივისი ასევე მსახურობდა მოკავშირეთა რეპარაციების კომისიაში, სადაც შეიმუშავა „დეივისის გეგმა“, გერმანული ეკონომიკის ბრძოლისთვის დასახმარებლად, თუმცა მისი გეგმა მოგვიანებით იუნგის გეგმამ ჩაანაცვლა.
1924 წლის რესპუბლიკელთა ეროვნულ კონვენციაზე საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ერთხმად წარადგინეს კალვინ კულიჯი,ხოლო ვიცე-პრეზიდენტად ჩარლზ დეივისი. რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს საპრეზიდენტო არჩევნებში და დეივისმა ფიცი დადო 1925 წელს, ვიცე-პრეზიდენტად გახდომისას.
1929 წელს პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰუვერმა აირჩია დეივისი გაერთიანებული სამეფოს ელჩის პოზიციაზე. დეივისი ასევე ცოტა ხნით უძღვებოდა ფინანსთა სარეკონსტრუქციო კორპორაციას, რომელიც ორგანიზებას უწევდა დიდი დეპრესიისას მთავრობის საპასუხო ნაბიჯებს. 1932 წელს გადადგა ამ პოზიციიდან და დაუბრუნდა საბანკო საქმეს. დეივისი 1951 წელს კორონარული თრომბოზით გარდაიცვალა.