ჩარლტონ ჰესტონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩარლტონ ჰესტონი (ინგლ. Charlton Heston, დაბადების სახელი ჯონ ჩარლზ კარტერი, ინგლ. John Charles Carter[1];დ. 4 ოქტომბერი, 1923 — გ. 5 აპრილი, 2008) — ამერიკელი მსახიობი და პოლიტიკური აქტივისტი,[2] აკადემიის ჯილდოს ლაურეატი.
ჩარლტონ ჰესტონი | |
---|---|
დაბადების სახელი | ჯონ ჩარლზ კარტერი |
დაბადების თარიღი |
4 ოქტომბერი, 1923 ევანსტონი, ილინოისი აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
5 აპრილი, 2008 (84 წლის) ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია, აშშ |
გარდაცვალების მიზეზი | პნევმონია |
ალმა-მატერი | ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1941–2003 |
მეუღლე(ები) | ლიდია კლარკი |
ჯონ ჩარლზ კარტერი დაიბადა ლილისა და რასელ უიტფორდ კარტერის ოჯახში, ქალაქ ევანსტონში,[3][4][5][6] ილინოისის შტატში.
ჩარლტონის კარიერამ 60 წელს გასტანა და მიღებული აქვს მონაწილეობა ასამდე ფილმში. ის შვდიგზის იქნა არჩეული კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტად და დიდი ხნის განმავლობაში მსახურობდა ამერიკის კინოს ინსტიტუტის თავმჯდომარედ. მას მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთ განთქმულ ფილმებში როგორებიც არის ბენ-ჰური, მაიმუნების პლანეტა, ბოროტების ბეჭედი, 10 მცნება და სხვა.
1960 წლის 8 თებერვალს ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა ჰესტონის ვარსკვლავი. იგი გარდაიცვალა 2008 წლის 5 აპრილს, 84 წლის ასაკში პნევმონიის შედეგად.