წიწვოვნები
From Wikipedia, the free encyclopedia
წიწვოვნები (ლათ. Pinophyta, Coniferophyta ან Coníferae) — უმაღლესი მცენარეების განყოფილება, რომლებიც გაერთიანებულნი არიან შიშველთესლოვანთა ზეგანყოფილებაში. მოიცავს მხოლოდ ერთ კლასს — წიწვოვნებს (ლათ. Pinopsida), რომელიც ოთხ რიგს აერთიანებს, თუმცა მხოლოდ ერთი — ფიჭვისნაირნი არ არის გადაშენებული.
წიწვოვნები | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წიწვოვანთა ტყე ჩრდილო კალიფორნიაში | ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Pinophyta | ||||||||||
რიგები და ოჯახები | ||||||||||
Cordaitales † | ||||||||||
|
ფიჭვისნაირების რიგი 7 ცოცხალ ოჯახად იყოფა: Araucariaceae, Podocarpaceae, Cephalotaxaceae, Pinaceae, Cupressaceae (Taxodiaceae-ის ჩათვლით) და Taxaceae. ოჯახები 55 გვარსა და 600-მდე სახეობას აერთიანებს. სახეობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა ფიჭვი (Pinus). ჩვენთან მისი რამდენიმე სახეობაა გავრცელებული: კოხის ფიჭვი (Pinus kochiana), ელდარის ფიჭვი (Pinus eldarica), ბიჭვინთის ფიჭვი (Pinus pithyusa), ბოლო ორი სახეობა ენდემია. სხვა ცნობილი გვარებია: ნაძვი, სოჭი, ურთხელი (უთხოვარი), ღვია, კედარი, ლარიქსი, კვიპაროზი.