ჯოან როულინგი (ინგლ. J. K. Rowling; დ. 31 ივლისი, 1965) — ინგლისელი მწერალი, ავტორი ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი წიგნების სერიისა. მისი გაყიდული წიგნების საერთო ტირაჟი 400 მილიონ ეგზემპლარს აღემატება[26]. 2004 წელს ჟურნალმა „ფორბსმა“ მისი ქონება 576 მილიონ ბრიტანულ გირვანქა სტერლინგად (1 მილიარდ დოლარზე მეტი) შეაფასა და იგი პირველი ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი მოიპოვა. 2007 წლის „სანდი ტაიმსის მდიდართა ჩამონათვალში“ მას 136-ე ადგილი მიენიჭა ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის, ხოლო 13-ე ადგილი — ყველაზე მდიდარ ბრიტანელ ქალთა შორის. ჯოანი აგრეთვე ქველმოქმედია და გაწევრიანებულია ბევრ საქველმოქმედო ორგანიზაციაში.
სწრაფი ფაქტები ჯოან როულინგი, დაბადების თარიღი ...
ჯოან როულინგი |
---|
ინგლ. Joanne Kathleen Rowling |
|
დაბადების თარიღი |
31 ივლისი, 1965(1965-07-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] (58 წლის) |
---|
დაბადების ადგილი |
ეიტი[16] |
---|
ფსევდონიმი |
Robert Galbraith[17] და J. K. Rowling |
---|
საქმიანობა |
კინოპროდიუსერი, მწერალი[3] [18] , რომანისტი, საბავშვო მწერალი[19] , სცენარისტი, ავტორი[20] , აღმასრულებელი პროდიუსერი და anti-transgender activist |
---|
ენა |
ინგლისური ენა |
---|
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო[3] |
---|
ალმა-მატერი |
Wyedean School და ექსეტერის უნივერსიტეტი |
---|
ჟანრი |
ტრაგიკომედია, კრიმინალური რომანი და ფენტეზი |
---|
Magnum opus |
„ჰარი პოტერის“ რომანების სერია |
---|
ჯილდოები |
საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი[21] , ჰანს კრისტიან ანდერსენის ლიტერატურული პრემია, Princess of Asturias Award for Concord, Nestlé-ს საბავშვო წიგნების პრემია, Nestlé-ს საბავშვო წიგნების პრემია, Nestlé-ს საბავშვო წიგნების პრემია, ლოკუსის პრემია საუკეთესო ფენტეზის ჟანრის რომანისათვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, ანდრე ნორტონის პრემია, ჯეიმზ ჯოისის ჯილდო, ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი[22] , საზოგადოებრივი პრემია საუკეთესო ნიდერლანდური წიგნისთვის, Hotze de Roos Prize, Children's bookshop prize, Prijs van de Jonge Jury, Prijs van de Nederlandse Kinderjury, აბერდინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ღირსების კავალერი, ღიმილის ორდენი, ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[23] , გეფენის ჯილდო, ენტონის ჯილდო[24] , honorary doctor of the University of St Andrews, honorary doctor of the Edinburgh Napier University, ედინბურგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, honorary doctor of the University of Exeter, Q12371750?[25] , Q1733763? და Children's Book Award |
---|
მეუღლე |
Neil Murray |
---|
შვილ(ებ)ი |
Jessica Isabel Rowling Arantes |
---|
- :::ჯორჯ ელიოტი, ედით ნესბიტი, ემილი ბრონტე, ლოიდ ალექსანდერი, ჯილბერტ ქეის ჩესტერტონი, ელისაბედ გოუჯი, სტივენ კინგი, ტერენს ჰენბერი უაიტი, ჯერომ სელინჯერი, ჯესიკა მიტფორდი, სილვია პლათი და კლაივ ლუისი
|
ხელმოწერა |
|
---|
საიტი |
jkrowling.com |
---|
|
დახურვა
დღესდღეობით „ჰარი პოტერი“ ეგრეთ წოდებული „გლობალური ბრენდია“, შეფასებული 15 მილიარდ დოლარად. სერიის უკანასკნელმა ოთხმა წიგნმა თანმიმდევრულად დაამყარა რეკორდი, როგორც მთელ ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადმა წიგნებმა. წიგნების სერიათა სრული 4 195 გვერდი ნათარგმნია მთლიანად ან ნახევრად 65 ენაზე.